Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს კომისარი: უფლებადარღვევების უმრავლესობა სირიის მთავრობაზე მოდის


გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხში, ნავი პილაი აცხადებს, რომ სირიის მთავრობის კისერზე გაცილებით მეტი უფლებადარღვევაა, ვიდრე შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფების. 8 აპრილს, გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე პილაი კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით, სირიაში შექმნილი ვითარება განსჯისთვის გადაეცეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. პილაის თქმით, გაეროს წარმომადგენლები სირიის კონფლიქტის დროს უფლებადარღვევების ჩადენაში მუდმივად ორივე მხარეს ადანაშაულებენ, „თუმცა მათი შედარება არ შეიძლება“. გაეროში სირიის ელჩმა, ბაშარ ჯააფარიმ უარყო პილაის ბრალდებები. სირიის სამოქალაქო ომს 150,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, მათი ერთ მესამედზე მეტი სამოქალაქო პირი იყო. მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა.
XS
SM
MD
LG