Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის თაობაზე რეზოლუცია მიიღო


რეზოლუციაში, რომელმაც უკრაინაში შექმნილი თაობის შესახებ ოთხშაბათს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, - კატეგორიულად არის დაგმობილი რუსეთის აგრესია და ყირიმის ანექსია, როგორც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. „არც ერთი არგუმენტი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საკუთარი მოქმედების გასამართლებლად იყენებს, არ შეესაბამება სინამდვილეს“, - ნათქვამია რეზოლუციაში. ამასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სრულად დაუჭირა მხარი უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. საპარლამენტო ასამბლეამ შეშფოთება გამოხატა რუსეთის ჯარების კონცენტრაციით უკრაინის საზღვრებთან, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის სამზადისი. რეზოლუციას უკრაინის შესახებ მხარი საპარლამენტო ასამბლეის 154 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 26, თავი - 14 შეიკავა.
XS
SM
MD
LG