Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში კვერცხები დაუშინეს ნაციონალური მოძრაობის წევრების ავტომანქანას


ნაციონალური მოძრაობის წევრების გიორგი ღვინიაშვილისა და ლევან ბეჟაშვილის ავტომანქანას თელავში კვერცხები დაუშინეს. სააგენტო “ინტერპრენიუსის” ცნობით, ღვინიაშვილი და ბეჟაშვილი თელავის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპის შეჩერების თაობაზე აქცია-ბრიფინგის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ამის საშუალება არ მისცეს. მათ ნაციონალური მოძრაობა ადამიანთა მკვლელობასა და წამებაში დაადანაშაულეს. თელავში მომხდარ ინციდენტს კახეთის გუბერნატორის მიერ დადგმული ცირკი უწოდა გიორგი ღვინიაშვილმა. მან ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობაზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ყოფილი მმართველი პარტიის წევრებს დღეს აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაშიც, სადაც ნაციონალური მოძრაობის და „ქართული ოცნების“ მომხრეებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
XS
SM
MD
LG