Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კუკავა დაასახელეს თბილისის მერობის კანდიდატად


თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა დაასახელეს პარტიებმა თავისუფალი საქართველო და ახალი მემარჯვენეები. ორი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქმნის ბლოკს, სახელწოდებით „არასაპარლამენტო ოპოზიცია.“ თავისუფალი საქართველო და ახალი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ „ხელისუფლების რეალური და ჯანსაღი ოპონირება მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციას შეუძლია.“ გაერთიანების დეკლარაციას 11 აპრილს თბილისში მოაწერეს ხელი ახალი მემარჯვენეების და თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარეებმა ფიქრია ჩიხრაძემ და კახა კუკავამ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ დეკლარაციას კიდევ არაერთი პოლიტიკური სუბიექტი შეუერთდება. ამასთან, კახა კუკავამ ირაკლი ოქრუაშვილთან თანამშრომლობა გამორიცხა, თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტად კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ნარმანია დაასახელა.
XS
SM
MD
LG