Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მეწყერმა ოთხი ადამიანი შეიწირა

ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 100-მდე სახლი დაინგრა ჩრდილოეთში მდებარე ტახარის პროვინციაში მეწყრის შედეგად. მეწყერი, რომელიც ძლიერ წვიმებსა და მომცრო მიწისძვრას მოჰყვა, შეეხო ორ სოფელს ტახარის პროვინციაში. მეწყერი ხშირად იცის ავღანეთის მთიან რეგიონებში გაზაფხულზე, წვიმების სეზონის დროს.
XS
SM
MD
LG