Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი რუსეთს მოუწოდებს პროვოკაციების შეწყვეტისაკენ


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი დეშჩიცია მოსკოვს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს რუსი აგენტების პროვოკაციებს აღმოსავლეთ უკრაინაში. რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან დღევანდელი სატელეფონო საუბრისას, დეშჩიციამ გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსი აგენტების მიზანია ხელი შეუშალონ ჟენევაში 17 აპრილისთვის დანიშნულ შეხვედრას უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციაზე მოსალაპარაკებლად. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ამ განცხადების ფონია შეიარაღებული, ნიღბიანი პირების შეჭრა ქალაქ სლოვიანსკის პოლიციის შენობაში. სლოვიანსკი დონეცკის რეგიონში მდებარეობს. რუსეთის მხარდამჭერ შეიარაღებულ აქტვისიტებს 6 აპრილიდან აქვთ ოკუპირებული მთავრობის შენობები დონეცკში და ლუგანსკში. ისინი მოითხოვენ უკრაინის ფედერალურ სახელმწიფოდ გარდაქმნას.
XS
SM
MD
LG