Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი მინისტრი აცხადებს სლოვიანსკში „ანტიტერორისტული“ ოპერაციის დაწყების შესახებ


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ უშიშროების ძალებმა დაიწყეს „ანტიტერორისტული“ ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლოვიანსკში. ავაკოვი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ წერს, რომ ქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, შინ დარჩნენ. სლოვიანსკი არის აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთი ქალაქი, რომელშიც რუსეთის მომხრე შეიარაღებული აქტივისტები 12 აპრილს შეიჭრნენ პოლიციის შენობებში. უკრაინის მთავრობა რუსეთს „აგრესიაში“ ადანაშაულებს აღმოსავლეთის რეგიონებში არეულობის გავრცელების გამო. თავის მხრივ, რუსეთმა კიევი გააფრთხილა, ნუ გამოიყენებს ძალას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე აქტივისტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG