Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გამანადგურებელი აშშ სამხედრო გემს სახიფათოდ მიუახლოვდა


აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავ ზღვაში, საერთაშორისო წყლებში მოცურავე ამერიკულ გემს დაბალ სიმაღლეზე რამდეჯერმე მიუახლოვდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის პოლკოვნიკ სტივ უორენის ინფორმაციით რუსული თვითმფრინავის მოქმედება „პროვოკაციული და არაპროფესიული“ იყო. ინცინდენტი მოხდა 12 აპრილს, როდესაც სუ-24 ტიპის გამანადგურებელი ზღვის დონიდან 150 მეტრის სიმაღლეზე დაეშვა და 900 მეტრზე მიუახლოვდა ამერიკულ ნაღმოსან გემ „დონალდ კუკს“. სავარაუდოდ, გამანადგურებელს არ გააჩნდა შეიარაღება და მის მანევრირებას ინცინდენტი არ გამოუწვევია. „დონალდ კუკი“ რუმინეთის აღმოსავლეთ საზღვრებთან ეწევა დარაჯობას. ამერიკული გემი შავ ზღვაში შევიდა 10 აპრილს, ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის აგრესიის შედეგად განვითარებული მოვლენების შემდეგ.
XS
SM
MD
LG