Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წელს საქართველოს საბანკო სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევა საკრედიტო პორტფელის გაფართოება იქნება


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, წელს საქართველოს საბანკო სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევა საკრედიტო პორტფელის გაფართოება იქნება. მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში მზარდი ტენდენციისა, ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი კვლავ დაბალია საქართველოში. ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკისთვის მთავარ გამოწვევად რჩება ისეთი სტაბილური ბიზნეს გარემოს შექმნა, სადაც ბანკები შეძლებენ ხელმისაწვდომი, გრძელვადიანი საკრედიტო რესურსის გაცემას. ამასთანავე, 2014 წლიდან ძალაში შედის ბაზელ სამის რეგულაცია ლიკვიდობის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ბანკებს ავალდებულებს გააუმჯობესონ რისკის მენეჯმენტის არსებული პრაქტიკა.
XS
SM
MD
LG