Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი აღმოსავლეთ უკრაინაში ძალის გამოყენების წინააღმდეგ გამოდის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ გამოთქვა გაფრთხილება ძალის გამოყენების თაობაზე აღმოსავლეთ უკრაინაში - სადაც სეპარატისტებმა სულ მცირე 10 ქალაქში დაიკავეს სამთავრობო შენობები. პეკინში ვიზიტით მყოფმა ლავროვმა განაცხადა, ძალის გამოყენება ძირს გამოუთხრის 17 აპრილს ჟენევაში დანიშნულ ოთხმხრივ მოლაპარაკებას უკრაინის საკითხზეო. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრ ტურჩინოვი აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა დონეცკის რეგიონში წუხელ „ანტი-ტერორისტული ოპერაცია“ დაიწყეს. ტურჩინოვმა რუსეთს ბრალი დასდო უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის „ვერაგული გეგმის“ ქონაში. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 14 აპრილს სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდა თავისი გავლენა საიმისოდ გამოიყენოს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტებმა პოზიციები დათმონ. რუსეთი უარყოფს უკრაინის მოვლენებში რაიმე ფორმით ჩართულობას.
XS
SM
MD
LG