Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის მზადყოფნა


ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა, რომ მზად არის საქართველოსა და მოლდავეთთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოაწეროს თავდაპირველად დაგეგმილ ვადაზე ადრე, არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა. ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში შეხვედრისას განაცხადეს, რომ საქართველოსა და მოლდავეთთან ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება დადებითად აისახება ორი ქვეყნის სტაბილურობასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ. ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და მოლდავეთს მოუწოდეს, განაგრძონ რეფორმები, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია.
XS
SM
MD
LG