Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ეკონომიკის ზრდა რეკორდულად შენელდა


ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკური ბიუროს ინფორმაციით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7,4 პროცენტამდე დაეცა. „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, ეს ბოლო 24 წლის განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ხანგრძლივად შენელება, რაც ჩინეთიდან ექსპორტის შემცირებითაც დასტურდება, შესაძლებელია საგრძნობლად აისახოს ქვეყანაში დასაქმების დონეზე. ჩინეთის ეკონომიკურ სიჯანსაღეზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ენერგორესურსების ექსპორტიორი ქვეყნები, რომლებისთვისაც მათი პროდუქციის ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტიორი ჩინეთია. ექსპერტები თვლიან, რომ ზოგიერთ ბუნებრივ რესურსზე ფასების ხანგრძლივად კლება დაკავშირებულია მათზე ჩინეთის მოთხოვნის კლებასთან.
XS
SM
MD
LG