Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთი


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი თავის თავზე გამოცდის უკრაინის დესტაბილიზაციისა და ამ ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის შედეგებს. ობამამ ტელეკომპანია CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ყოველ ჯერზე, როცა რუსეთი მსგავს ნაბიჯებს გადადგამს, მას მოუწევს შედეგებთან შეჯახება“. ბარაკ ობამასთვის სრულიად ნათელია, რომ ყირიმის ანექსიით რუსეთმა დაარღვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და აგრძელებს იმავეს უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერით. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც დაინტერესებულია უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებაში და გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი არ ილტვის დასავლეთთან სამხედრო კონფლიქტისკენ.
XS
SM
MD
LG