Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში დაიწყო ოთხმხრივი მოლაპარაკება უკრაინის კრიზისზე


ჟენევაში დაიწყო აშშ-ის, ევროკავშირის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა უკრაინის კრიზისის განსახილველად. შეხვედრაში მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი დეშჩიცა და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი. ანდრეი დეშჩიციამ ჟენევაში ოთხმხრივი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მოსკოვისაგან მოითხოვს, შეწყვიტოს უკრაინაში ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერა და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან.
XS
SM
MD
LG