თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სანდრო გირგვლიანის ოჯახის ახლობლებს, რამდენიმე აქტივისტსა და დათა ახალაიას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ვითარება სასამართლოს მანდატურთა ჩარევის შედეგად მალევე განიმუხტა. პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ, რომელმაც ადვოკატს შეაფურთხა, ჟურნალისტებს უთხრა, მისი გაღიზიანების მიზეზი ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებები იყო. კონკრეტულად რომელი განცხადება კაკაბაძეს არ დაუსახელებია, თუმცა როგორც სანდრო გირგვლიანის მამამ გურამ გირგვლიანმა განმარტა, მათი პროტესტი გამოიწვია ადვოკატ ზაქრეიშვილის განცხადებამ, თითქოს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვის მის მეგობარს ლევან ბუხაიძეს. თავის მხრივ, ირაკლი ზაქარეიშვილმა ირაკლი კაკაბაძე დაადანაშაულა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავდასხმაში და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მოითხოვა.
ყველაზე პოპულარული
1