Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა გაბრიელ გარსია მარკესი


მეხიკოში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კოლუმბიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი. მას მიიჩნევდნენ ერთ-ერთ უდიდეს ესპანურენოვან ავტორად. მარკესმა კარიერა გაზეთის რეპორტიორად დაიწყო. მისი მდიდარი შემოქმედების მწვერვალად ითვლება მაგიური რეალიზმის ჟანრში 1967 წელს დაწერილი ეპიკური რომანი, „მარტოობის ასი წელი“. გარსია მარკესი ბოლო ხანებში ავადმყოფობდა და საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა.
XS
SM
MD
LG