Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი: კიევი ჟენევის დეკლარაციის პირობებს არღვევს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევის დეკლარაციის პირობების დარღევაში ადანაშაულებს უკრაინის დროებით ხელისუფლებას, რომელიც, სერგეი ლავროვის თქმით, ან უუნაროა ან არ სურს აკონტროლოს აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი რადიკალური ძალები. 21 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკში შაბათს მომხდარი სისხლიანი თავდასხმა და მასზე პასუხისმგებლობა „ძალადობის გზით კიევში ხელისუფლებაში მოკალათებული პირების“ მხარდამჭერებს დააკისრა. ლავროვმა ასევე გადაჭრით უარყო ინფორმაცია, აღმოსავლეთ უკრაინაში დიდი რაოდენობით რუსული წარმოების იარაღის არსებობის თაობაზე და რუსულ მედიაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 20 აპრილს სლავიანსკის სიახლოვეს საკონტროლო პუნქტზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილეები „ამერიკულ იარაღს“ იყენებდნენ. უკრაინის მთავრობის განცხადებით, შაბათს აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუსული ძალების მიერ კონტროლირებულ გამშვებ პუნქტზე მიტანილი ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი. რუსეთის სახელმწიფო მედია კი აცხადებს, რომ მოკლულია ხუთი ადამიანი - სამი პირი გამშვები პუნქტის დამცველი ძალებიდან და ორი თავდამსხმელებიდან.
XS
SM
MD
LG