Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორები რუსეთისათვის უფრო მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს ითხოვენ


უკრაინის დესტაბილიზაციისაკენ მიმართული ქმედებების გამო აშშ-ის სენატორები, რესპუბლიკელი ბობ კორკერი და დემოკრატი ქრის მერფი, აუცილებლად მიიჩნევენ უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციების შემოღებას რუსეთის წინააღმდეგ. კორკერმა, რომელიც სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ სანქციები უნდა გავრცელდეს კომპანია „გაზპრომსა“ და მის საბანკო სექტორზე. „ახლა, რუსეთის პირისპირ უკრაინის მარტო დატოვება უპატიოსნო საქციელი იქნებოდა,“ - განაცხადა კორკერმა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იმავე კომიტეტის წევრი, სენატორი მერფი, რომელმაც განაცხადა, რომ თუ რუსეთს ნებას დავრთავთ განაგრძოს იგივე ქმედებები, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი, არსებობს „პოტენციური შესაძლებლობა, რომ შემდეგი სამიზნე ნატოელი მოკავშირეები გახდნენ.“
XS
SM
MD
LG