Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებული აქტივისტების ტყვეობაში რჩება კრამატორსკის მილიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი


სეპარატისტულად განწყობილი შეიარაღებული აქტივისტების ტყვეობაში რჩება დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის მილიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ვიტალი კოლუპაი. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ საღამოს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც თავს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხარდამჭერებად აცხადებდნენ, კრამატორსკის მილიციის შენობაში მძევლად აიყვანეს განყოფილების უფროსი. სამინისტროს ცნობითვე, თავმდამსხმელების მოთხოვნა უცნობია.
XS
SM
MD
LG