Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეხიკოში გაბრიელ გარსია მარკესს ემშვიდობებიან


მეხიკოში ორშაბათს გაიმართა მსოფლიოში ცნობილ კოლუმბიელ მწერალ გაბრიელ გარსია მარკესთან გამომშვიდობების ცერემონია. გარსია მარკესი 87 წლისა 17 აპრილს გარდაიცვალა მეხიკოში, სადაც ის ბოლო 30 წელიწადს ცხოვრობდა. ნობელის პრემიის ლაურეატ მწერალთან გამომშვიდობების ცერემონია გაიმართა სახვითი ხელოვნების მუზეუმში. ურნასთან, რომელშიც მისი ფერფლი იყო, ათასობით ადამიანმა მიიტანა ყვითელი ვარდები, რომლებიც მწერალს ძალიან უყვარდა. დარბაზში გარსია მარკესის ცოლთან და ორ ვაჟთან ერთად იმყოფებოდნენ, მექსიკის და კოლუმბიის პრეზიდენტები, ენრიკე პენია ნიეტო და ჯუან მანუელ სანტოსი. კოლუმბიის ქალაქ არაკატაკაში, სადაც დაიბადა მწერალი, მისი სიმბოლური დასაფლავება მოაწყვეს. მწერლის ოჯახს არ გაუცხადებია სურვილი, სად დაასაფლავებენ ფერფლს. გარსია მარკესი ავტორია სახელგანთქმული რომანისა, „მარტოობის ასი წელიწადი“. მან დაწერა „პატრიარქის შემოდგომა“, „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა“, „სიყვარული ქოლერის ჟამს“, „პოლკოვნიკს არავინ სწერს“.
XS
SM
MD
LG