Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი გმობს ჟურნალისტისთვის ღალატის ბრალდებას


ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა დაგმო აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ცნობილი ჟურნალისტისთვის სამშობლოს ღალატის ბრალდების წაყენება. აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ 21 აპრილს განაცხადა, რომ რაუფ მირქადიროვი სომხეთის საიდუმლო სამსახურის მიერ იქნა გადაბირებული 2008 წელს და ერევანს ამარაგებდა აზერბაიჯანის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციით. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ევროპის და აზიის პროგრამის კოორდინატორმა, ნინა ოგნიანოვამ მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფალთ, გააუქმონ შეთითხნილი ბრალდება და შეწყვიტონ კანონის ბოროტად გამოყენება, რათა დაადუმონ დამოუკიდებელი რეპორტიორები. მირქადიროვი წინასწარ პატიმრობაშია. ის აზერბაიჯანში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთის „ზერკალოს“ კორესპონდენტია.
XS
SM
MD
LG