Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სამხედრო მანევრები დაიწყო უკრაინის საზღვრებთან


რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთმა დაიწყო ახალი სამხედრო მანევრები უკრაინის საზღვართან პრორუსული სეპარატისტების მიმართ უკრაინის ქმედების და ნატოს მიერ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ძალებისთვის თავმოყრის საპასუხოდ. სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთი იძულებული იყო ემოქმედა მას მერე, რაც უკრაინის არმიამ 24 აპრილს დაიწყო ოპერაცია სეპარატისტთა ხელში მყოფი სლოვიანსკის კვლავ ასაღებად. უკრაინის არმიის მიერ დაწყებული ოპერაციის დროს ხუთი სეპარატისტი მოკლეს. შოიგუს თანახმად, 11 ათასი უკრაინელი სამხედრო მონაწილეობს სამხედრო ოპერაციაში, სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უკრაინის უპირატესად რუსულენოვან სამხრეთ აღმოსავლეთში. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თანახმად, ოპერაციაში მონაწილეობენ ტანკები, ჯავშანმანქანები და საფრენი აპარატები.
XS
SM
MD
LG