Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ხელისუფლებამ აკრძალა რეფორმატორული გაზეთის გამოცემა


ირანის ხელისუფლებამ აკრძალა რეფორმატორული გაზეთის, „ებტეკარის“ გამოცემა. როგორც გაზეთის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰამად ალი ვაქილიმ განუცხადა სააგენტო ისნას, შაბათს მან მასმედიის საკითხების სასამართლოსგან მიიღო შესაბამისი უწყება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმე ეხება სტატიას, რომლის სათაურშიც საუბარი იყო ციხის დირექტორის მოხსნაზე. სინამდვილეში ის კი არ მოუხსნიათ, არამედ სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს, იტყობინება სააგენტო.
XS
SM
MD
LG