Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ბრიტანელი სამხედრო დაიღუპა


ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ხუთივე ჯარისკაცი ბრიტანული კონტინგენტიდან არიან. ტრაგიკულ ინცინდენტს ადგილი ჰქონდა 26 აპრილს, ტახთა პულის ოლქში, რომელიც პაკისტანის საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. თალიბანმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ შვეულმფრენი მეამბოხეებმა ჩამოაგდეს. საერთაშორისო კოალიციური ძალების სარდლობა კი აცხადებს, რომ შვეულმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე მოწინააღმდგეების მოქმედების თაობაზე ინფორმაცია არ ყოფილა. თუმცა, სარდლობა ინცინდენტის გამომწვევ მიზეზებს იძიებს.
XS
SM
MD
LG