Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: საქართველოს ხელისუფლების ქმედება უიოლებს საქმეს რუსულ პროპაგანდას


„რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანას არ სჭირდება რაიმე რაციონალური საფუძვლები, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების აბსურდული განცხადებები მათ საქმეს უიოლებს“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ, რომელმაც აბსურდული დეზინფორმაცია უწოდა უკრაინის ფედერალიზაციის მომხრეთა წინააღმდეგ საბრძოლველად ქართველი ნაციონალისტების გადაბირების თაობაზე რუსული მედიით გავრცელებულ ცნობას. თავდაპირველად გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, რაც დღეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმაც აიტაცეს, მოხალისეთა შეკრების ორგანიზებას, უკრაინაში რუსი აქტივისტების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებში მონაწილეობისთვის, ფინეთში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის ხელმძღვანელი გოჩა ბახია ახორციელებს. მოხალისეთა დაფინანსებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებენ,-წერს გამოცემა ანონიმურ საპარლამენტო წყაროზე დაყრდნობით. რადიო თავისუფლება ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს დეზინფორმაციას ჰგავს, თუმცა, ცნობა იმსახურებს საქართველოს ხელისუფლების ყურადღებას, რადგან იგი შესაძლოა რუსეთის მიერ შორს გამიზნული პოლიტიკური გეგმის შემადგენელი ნაწილი იყოს.
XS
SM
MD
LG