Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო არ ადასტურებს კიევში გენერალური მდივნის ვიზიტს


ეუთოს წარმომადგენლობა უარყოფს ინფორმაციას, ორგანიზაციის გენერალური მდივნის ლამბერტო ზანიერის უკრაინაში ვიზიტის შესახებ. მანამდე აღნიშნული ცნობა საკუთარი ტვიტერის გვერდზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი დეშიცამ გაავრცელა. აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკში სეპარატისტებმა გაანთავისუფლეს ეუთოს სამხედრო ინსპექტორი, რომელიც ერთ-ერთი იმ რვა კაციდან, რომელიც პრორუსული დაჯგუფების წევრებმა პარასკევს დააპატიმრეს. სეპარატისტების წარმომადგენლის სტელა ხოროშევას თქმით, განთავისუფლებული პირი შვედეთის წარმომადგენელია. იგი სლავიანსკიდან ეუთოს ემბლემიანი მანქანების ესკორტმა წაიყვანა. უცნობია, თუ როდის გაათავისუფლებენ სეპარატისტები ეუთოს დანარჩენ შვიდ ექსპერტს.
XS
SM
MD
LG