საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაემგზავრა ბუდაპეშტში, სადაც 28-29 აპრილს იმართება „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა. საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, ფანჯიკიძე სიტყვით გამოვა თემაზე "აღმოსავლეთის პარტნიორობა - საშუალოვადიანი მიზნები ვილნიუსიდან რიგამდე". საგარეო საქმეთა მინისტრი ბუდაპეშტში შეხვდება ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულეს.
ყველაზე პოპულარული
1