უკრაინაში პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა დაიკავეს პოლიციის და ადგილობრივი მთავრობის შენობები აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კონსტანტინოვკაში. დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციის პრესმდივნის, ილია სუზდალიევის განცხადებით, სეპარატისტებს იგივე მოთხოვნები აქვთ, რაც აღმოსავლეთ უკრაინის სხვა ქალაქებში, რომლებშიც მთავრობის შენობებში არიან შეჭრილი: მოთხოვნებს შორისაა რეფერენდუმი უკრაინისაგან შესაძლო გამოყოფის და მმართველობის ფედერალური სისტემის შემოღების შესახებ.კონსტანტინოვკა დონეცკიდან 60-მდე კილომეტრში მდებარეობს. მას 100 ათასამდე კაციანი მოსახლეობა ჰყავს.
ყველაზე პოპულარული
1