Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. „პირველი, რასაც ქართული მხარე გააპროტესტებს, მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, ტელეკომპანია TV 3-ის გადამღები ჯგუფის წევრების დაკავებაა“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა რატიანმა. მისივე თქმით, შეხვედრისას ქართული მხარე კვლავ დასვამს ცხინვალის საპატიმროში მყოფი მოქალაქების გათავისუფლების, წყლით მომარაგების და სხვა პრობლემურ საკითხებს.
XS
SM
MD
LG