Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხრეთში იზრდება სტიქიის მსხვერპლი


წინასწარი ინფორმაციით, ორშაბათს საღამოს ამერიკის სამხრეთში 6 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა სამი ძლიერი გრიგალის შედეგად. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფოქსი“ ავრცელებს სტიქიის ზონებში მყოფ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობები ვრცელდება მისისიპის, ალაბამისა და ტენესის შტატებიდან. უფრო ადრე გრიგალმა ოკლაჰომასა და და არკანზასს გადაუარა. სტიქიამ იქ, სულ ცოტა, 18 ადამიანი იმსხვერპლა. ზოგიერთი დასახლებული ადგილი თითქმის სრულად განადგურდა. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, სტიქიის რაიონში ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღწევდა.
XS
SM
MD
LG