Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ძალადობამ 50-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


სირიაში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა 29 აპრილს მოწყობილი თავდასხმების შედეგად. თავდასხმებს შორის იყო დანაღმული ავტომანქანის აფეთქება ცენტრალური სირიის ქალაქ ჰომსში. ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, დაიღუპა 37, დაიჭრა 80-მდე ადამიანი. აფეთქება მოხდა ჰომსის იმ რაიონში, რომელსაც მთავრობის ერთგული ძალები აკონტროლებენ. მთავრობის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის უკვე თვეებია გრძელდება ბრძოლა ჰომსის გასაკონტროლებლად. ასევე სამშაბათს დამასკში სარაკეტო იერიშს შეეწირა, სულ ცოტა, 14 ადამიანი. არიან დაჭრილები. სირიის მმართველი რეჟიმი 3 ივნისს აპირებს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, სამოქალაქო ომის მიუხედავად.
XS
SM
MD
LG