Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდი უკრაინას გამოუყოფს 17 მილიარდ დოლარს


წინასწარი შეთანხმებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 17 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. დღევანდელი შეხვედრის დაგეგმვის თაობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა გასულ კვირაში განაცხადა. ფონდის აღმასრულებელ საბჭოში გასულ თვეში მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას უკრაინისთვის 14-დან 18 მილიარდამდე ევროს ორი წლით გამოყოფის შესახებ, ამ ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად. აღნიშნული თანხა არის უკრაინისთვის დახმარების გაწევის უფრო ფართო გეგმის ნაწილი. 28 მარტის გადაწყვეტილებით უკრაინას გამოეყოფა 27 მილიარდი დოლარი იმისათვის, რომ რეფორმების მსვლელობისას ქვეყანაში არ შეიქმნას ფინანსური პრობლემები. ფართო გეგმა ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას აშშ-სგან, დასავლეთ ევროპისა და სხვა დონორებისგან.
XS
SM
MD
LG