Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო კიდევ ერთხელ მოუწოდებს გამტაცებლებს ეუთოს მეთვალყურეების გათავისუფლებისკენ


გაერომ კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინის აღმოსავლეთში საერთაშორისო მეთვალყურეთა მძევლად აყვანის ფაქტი და გამტაცებლებს მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდა. პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჯეფრი ფელტმანმა 29 აპრილს განაცხადა, რომ სლოვიანსკში დაკავებული ეუთოს 7 თანამშრომელი „დაუყოვნებლივ, უპირობოდ და საღსალამათი“ უნდა გაათავისუფლონ. ფელტმანის სიტყვებით, გაერო მოუწოდებს „ყველა მხარეს, ვისაც ვითარებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, დაუყოვნებლივ ჩაერთოს საკითხის გადაჭრაში“. ჯეფრი ფელტმანი მონაწილეობდა გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში, რომელიც უკრაინაში არსებულ ვითარებას მიეძღვნა. პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა, რომლებსაც ეუთოს მეთვალყურეები 25 აპრილიდან ჰყავთ შეპყრობილი, თავიანთ მძევლებს „ნატოს ჯაშუშები“ უწოდეს. თავდაპირველად შეპყრობილი რვა პირიდან მათ ერთი გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
XS
SM
MD
LG