Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიტალი ჩურკინი: "ეუთოს მეთვალყურეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კიევის მთავრობაა"


უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოში 29 აპრილს გამართულ დებატებზე რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ ეუთოს მეთვალყურეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უკრაინის ხელისუფლებაა: „როგორ შეგეძლოთ ასეთი პირები არსებული შეთანხმებით ავტობუსით გაგეგზავნათ არეალში, რომელსაც თავდაცვითი ძალები აკონტროლებენ და მათთვის არ მიგეცათ დოკუმენტები, რომლებიც ამ პირების სტატუსს დაადასტურებდა? ეს იყო პროვოკაცია უკრაინის მთავრობის მხრიდან, ან უბრალოდ უტვინობა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ამ პატიმრების გასათავისუფლებლად და ერთი უკვე გათავისუფლებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ახლა ჩვენი შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე არიან. ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები არიან თავიანთ ტერიტორიაზე. ისინი იმყოფებიან ავსტრალიაში, ლიტვაში, პოლონეთში ან შავ ზღვაში, სადაც ამერიკული ხომალდი იმაზე დიდხანს დარჩა, ვიდრე სთხოვეს. დიახ, ჩვენი ჯარები ატარებენ სამხედრო წვრთნას, მაგრამ გამჭვირვალედ, ყველა საერთაშორისო შეთანხმების დაცვით. ჩვენ არ გაგვაჩნია აგრესიული პრეტენზიები უკრაინის მიმართ. კიევის მთავრობა უნდა იყოს მშვიდად და არ ჩაერთოს უაზრო მოქმედებაში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც ბევრი რუსეთის მოქალაქეც არის“.
XS
SM
MD
LG