Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდმა დაამტკიცა 17 მილიარდი დოლარის სესხი უკრაინისთვის


30 აპრილს ვაშინტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის ორწლიანი პროგრამა. მისი მოცულობაა 17,01 მილიარდი დოლარი, საიდანაც 3,19 მილიარდი დაუყოვნებლივ გამოიყოფა. სავალუტო ფონდის პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის მთავრობის ეკონომიკური პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი უჭერს მხარს, მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენის, ეკონომიკის მართვისა და გამჭვირვალების გასაძლიერებლად, რამაც შედეგად უნდა მოიტანოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა, მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენების დაცვის პარალელურად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებით, 3,19 მილიარდი დოლარის დაუყოვნებლივ გამოყოფის გარდა, 1,29 მილიარდი დოლარი გამოიყოფა ბიუჯეტის მხარდასაჭერად. მეორე და მესამე ტრანშების გამოყოფა დაეფუძნება ყოველ ორ თვეში ფინანსური დახმარების ეფექტიანობის შესწავლას. სავალუტო ფონდიდან სესხის მიღება უკრაინას უხსნის შესაძლებლობას კიდევ 15 მილიარდი დოლარის კრედიტი მიიღოს მსოფლიო ბანკისგან, ევროკავშირისა და სხვა ფინანსური დონორებისგან.
XS
SM
MD
LG