Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაზრობის მოვაჭრეებს უგრძელდებათ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება


ბაზრობის მოვაჭრეებს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2015 წლის 1 იანვრამდე უგრძელდებათ. მათ სალარო-აპარატების გარეშე საქმიანობის შესაძლებლობა მომავალ წლამდე ექნებათ, ნაცვლად მიმდინარე წლის 1 ივლისისა. ამ მიმართულებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები კიდევ ერთხელ შედის. პროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ მოამზადა და მისი განხილვის პროცესი პარლამენტში უკვე დაწყებულია.
XS
SM
MD
LG