გამოქვეყნდა თბილისში უძრავი ქონების ბაზრის კვლევა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ მიმდინარე წლის მარტში ჩაატარა. კვლევის მიზანი უძრავ ქონებაზე არსებული ფასების დადგენა იყო. კვლევის თანახმად, თბილისში საცხოვრებელი ფართის საშუალო ღირებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ერთ კვადრატულ მეტრზე ვერაზე აღინიშნა - 1385 აშშ დოლარი. კვლევის ფარგლებში შერჩეული უბნებიდან, ერთ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართზე ყველაზე დაბალი საშუალო ფასი ლილოში დაფიქსირდა - 489 აშშ დოლარი. კვლევის თანახმად, მარტში, თებერვალთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის საშუალო ფასი გაზრდილია ვაკეში, ვერაზე და შემცირებულია ავლაბარში, მთაწმინდაზე, საბურთალოსა და ლილოში.
ყველაზე პოპულარული
1