Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გამოდის მოწოდებით, ჩატარდეს მოლაპარაკება კიევსა და სეპარატისტებს შორის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოდის მოწოდებით, რომ ეუთოს შუამავლობით გაიმართოს მოლაპარაკება კიევსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფ სეპარატისტებს შორის. ლავროვმა ამ წინადადებაზე ისაუბრა პერუში ვიზიტისას რუსეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში. უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს, რომ ის მართავს სეპარატისტებს, რომლებმაც ბოლო პერიოდში კონტროლი დაამყარეს აღმოსავლეთ უკრაინის ათზე მეტ ქალაქში. იუწყებიან ასევე, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ჯაშუშობაში ეჭვმიტანის საფუძველზე დააკავა კიევში რუსეთის სამხედრო ატაშე და მას ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
XS
SM
MD
LG