Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფკავშირების გაერთიანება აქციას გამართავს მშრომელთა დღის აღსანიშნავად


მშვიდობიანი მანიფესტაციისა და საპროტესტო აქციისთვის ემზადება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება. მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მანიფესტაცია რუსთაველის გამზირზე 15 საათიდან დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დასრულდება აქციით მშრომელთა უფლებების დაცვის მოთხოვნით. პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სიმბოლურად გაივლიან „ევროპის კარში“ და ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას ევროპული არჩევანისადმი. პროფკავშირების განცხადებით, ევროკავშირთან ინტეგრაცია პირველ ყოვლისა ნიშნავს ადამიანის უფლებების და შრომის სტანდარტების ევროპულ ხარისხთან შესაბამისობას, ევროპული სოციალური გარანტიების დამკვიდრებას და შრომითი სამართლის ევროპული მოდელის შექმნას და ამოქმედებას. პროფკავშირები მოითხოვენ ევროპის სოციალური ქარტიის და ევროპული დირექტივების შესრულებას, რაც გულისხმობს დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, კოლექტიურ მოლაპარაკებებს, შრომის უსაფრთხოებასა და პროფკავშირების პატივისცემას.
XS
SM
MD
LG