Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი


საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით, 112 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. ამასთან, შეიცვალა კანონპროექტის მეორე მუხლის მეორე პუნქტი, რის გამოც შესაძლებელი იყო საპარლამენტო უმცირესობას მხარი არ დაეჭირა კანონპროექტისთვის. კერძოდ, პირველ ვარიანტში ეწერა, რომ პირდაპირი დისკრიმინაცია „აღარ ჩაითვლება ასეთად თუ "ამგვარი მოპყრობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, მათ შორის საზოგადოებრივი მორალის დაცვას“. ჩასწორებულ ვერსიაში ამ ფორმულირების ნაცვლად ჩაიწერა, რომ პირდაპირი დისკრიმინაცია აღარ ჩაითვლება ასეთად თუ "ამგვარი მოპყრობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, მათ შორის საზოგადოებრივი ზნეობისა და წესრიგის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს“.
XS
SM
MD
LG