Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობმა პირებმა დაიკავეს ქალაქ გორლოვკისა და დონეცკის საოლქო პროკურატურის შენობები


დონეცკის ოლქში უცნობმა, ნიღბიანმა პირებმა გორლოვკის პროკურატურა დაიკავეს. ეს ინფორმაცია ხუთშაბათს ადგილობრივ საიტ Gorlovka.ua-ზე დაყრდნობით გავრცელდა. შეიარაღებულმა პირებმა პროკურატურიდან გამოიტანეს კომპიუტერები, ეზოში დაანთეს ცეცხლი და დაწვეს პროკურატურის დოკუმენტაცია. ხუთშაბათსვე, უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ დონეცკში პრო-რუსულად განწყობილმა აქტივისტებმა შტურმით აიღეს საოლქო პროკურატურა. მილიციელებთან დაპირისპირებისას რამდენიმე ასეული თავდამსხმელი იყენებდა ქვებსა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებს“. ინტერფაქსის ცნობით, დაშავდა 26 ადამიანი. ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარება დასჭირდა ოთხ დაჭრილს. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, უმაღლესი რადის თავმჯდომარემ ალექსანდრ ტურჩინოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას „სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ზომების შესახებ“. ამ დოკუმენტის თანახმად, განახლდება შეიარაღებულ ძალებში გაწვევაც.
XS
SM
MD
LG