კონსტიტუციაში სპეციალიზებული სასამართლო ცნების შეტანას, საკონსტიტუციო კომისიამ დღეს ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. "სპეციალიზებული სასამართლო ცნების შემოღება იმისთვის არის საჭირო, რომ არასრულწლოვნებისთვის შეგვეძლოს სპეციალიზებული მოსამართლეები გვყავდეს, ასევე თუკი საქართველოში მომავალში საჭირო იქნება სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეების ყოლა, ამას აღარ აკრძალავს კონსტიტუცია. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რისთვისაც კომისიის წევრებს სრული მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი", - განაცხადა
საკონსტიტუციო კომისიის სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
საკონსტიტუციო კომისიის სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.