Accessibility links

იემენში 37 ალ-ყაიდელი დახოცეს


იემენის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 4 მაისს 37 ალ-ყაიდელი მეამბოხე იქნა მოკლული შეტაკების დროს არმიასთან, სამხრეთში, შაუბას პროვინციაში. სამინისტროსმიერ ჟურნალისტებისთვის გაგზავნილი ტექსტური შეტყობინების თანახმად, „ტერორისტები“ დახოცეს მაიფაას რეგიონში არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ-ყაიდის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის მეექვსე დღეს. ცნობით, დახოცილთა უმეტესობა უცხოელები არიან, სხვათა შორის საუდის არაბეთიდან, ავღანეთიდან, სომალიდან და რუსეთიდან - ჩეჩნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. აშშ არაბეთის ნახევარ კუნძულის ალ ყაიდას, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაჯგუფებად მიიჩნევს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG