უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, ცენტრალურ უკრინაში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაიყვანეს 42 პირი, რომელიც დაკავებულ იქნა ოდესაში ბოლოდროინდელი შეტაკებების დროს. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, კვირას ოდესაში 60-ზე მეტი პირი - ისინიც პრორუსულად განწყობილი აქტივისტები - გამოუშვეს იზოლატორიდან მას შემდეგ, რაც 2000-მდე კაცმა იერიში მიიტანა პოლიციის შტაბბინაზე, დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. 2 მაისს ოდესაში 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად შენობაში, რომელშიც რუსეთის მომხრე აქტივისტები იმყოფებოდნენ. გარეთ კი მიმდინარეობდა კიევის მომხრე დემონსტრანტებთან შეტაკება, რომელმაც, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი შეიწირა.
ყველაზე პოპულარული
1