Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა ოდესაში გაგზავნა გვარდიის ქვედანაყოფი


5 მაისს უკრაინის ხელისუფლებამ ელიტური ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფი გაგზავნა ოდესაში იმისათვის, რომ სამთავრობო ძალებსა დ პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის დაპირისპირების გავრცელება შეზღუდოს. კიევის გადაწყვეტილებით, საგანგებო ძალები ჩაანაცვლებენ ადგილობრივ სამართალდამცავებს, რომლებმაც ვერ შეძლეს პრო-რუსულად განწყობილი აქტივისტების გაკონტროლება ოდესაში. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ომი და რომ უკრაინის ძალების მოქმედება შეზღუდულია მშვიდობიანი მოსახლეობის გამო: „უკრაინელ ჯარისკაცებს არ შეუძლიათ ესროლონ მშვიდობიან მოქალაქეებს. ჩვენი მტერი კი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება და გვიხსნის ცეცხლს“.
XS
SM
MD
LG