Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში ექსტრემისტებმა კიდევ ექვსი გოგონა მოიტაცეს


ნიგერიის პოლიციის ინფორმაციით, ისლამისტი ექსტრემისტების ჯგუფ „ბოკო ჰარამის“ სავარაუდო წევრებმა დღეს ექვსი გოგონა მოიტაცეს. ინციდენტი მოხდა სამ კვირაში მას შემდეგ, რაც „ბოკო ჰარამის“ წევრებმა 200-ზე მეტი მოსწავლე გოგონა წაიყვანეს ჩრდილოეთ ნიგერიაში მდებარე სკოლა-ინტერნატიდან. ვიდეომიმართვაში, რომელიც 5 მაისს მიაწოდეს მედიას, „ბოკო ჰარამის“ ლიდერი აბდუბაქარ შეკაუ ამბობს, რომ მოტაცებულ გოგონებს მონებად გაყიდვას უპირებენ. გოგონების მოტაცებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა მთელს მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG