Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალები შევიდნენ ქალაქ მარიუპოლში


ოთხშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალები შევიდნენ ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე საპორტო ქალაქ მარიუპოლში. როგორც იტყობინებიან, მათ მოკლე ხნით დაიკავეს ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობა. წუხელ ამ რეგიონში პრორუსულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან მწვავე შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. მას მერე, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს შენობა, პრორუსულად განწობილმა სეპარატისტებმა კვლავ დაიკავეს ის და საკუთარი დროშები აღმართეს მასზე. მანამდე, სეპარატისტთა თქმით, უკრაინის ძალებმა დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც რეგიონში დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებით ატარებდნენ კამპანიას. იტყობინებიან, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დააკავეს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იგორ კაკიძიანოვი. ასევე იტყობინებიან შეტაკებების შესახებ სლოვიანსკში, სადაც მეამბოხეთა პრორუსულმა შენაერთებმა იერიში მიიტანეს სამთავრობო ძალების წინააღმდეგ, რომლებსა ქალაქი ალყაში ჰყავთ მოქცეული.
XS
SM
MD
LG