Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია ადასტურებს, რომ საქართველოს სჭირდება მეტი თავდაცვითი საშუალება


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ვაშინგტონში ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში განმარტა, რატომ მიიჩნევს საჭიროდ საქართველოსთვის მეტ თავდაცვით საშუალებას. ალასანიას თქმით, სასურველი არ არის, დასავლეთში იფიქრონ, რომ საქართველო ცდილობს ნატოში ინტეგრაციისაგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს ჯერ კიდევ ნატოში გაწევრიანებამდე და ამიტომ დასავლეთთან უსაფრთხოების სფეროში უკეთ თანამშრომლობისათვის სჭირდება თავდაცვითი საშუალებების გაუმჯობესება. „ჩვენ დაგვჭირდება მეტი თავდაცვითი - ჰაერსაწინააღმდეგო და ანტისატანკო საშუალებები; ეს არ არის შეტევითი, ეს არის წმინდად თავდაცვითი საშუალებები, მგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგება, ჩვენ გვჭირდება იარაღი ჩვენი თავისუფლების დასაცავად,“ განაცხადა ალასანიამ. მან ვაშინგტონში 1 მაისს პირველად გააკეთა განცხადება საქართველოს თავდაცვის საშუალებების გაძლიერების საჭიროებაზე.
XS
SM
MD
LG