Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა აპირებს რუსეთისთვის სავაჭრო შეღავათების მოხსნას


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აპირებს რუსეთი ამორიცხოს განვითარებადი ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამიდან, რომელიც სავაჭრო შეღავათების მინიჭებას გულისხმობს.7 მაისს ობამამ აშშ-ის კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ - რომ სურს რუსეთს მოუხსნას „პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის“ პროგრამით გათვალისწინებული შეღავათები. ამ პროგრამაში ჩართული ქვეყნები აშშ-ში გარკვეული პროდუქციის შეტანასა და გაყიდვაზე ტარიფებისგან თავისუფდებიან. გასულ წელს რუსეთმა ასეთი შეღავათებით ისარგებლა 296 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე. თეთრი სახლის განცხადებით, გადაწყვეტილების საფუძველი ის არის, რომ რუსეთი „ეფექტიანად განვითარებადი“ ეკონომიკაა. თეთრი სახლის განმარტებაში არ იყო ნახსენები რუსეთის მოქმედებები უკრაინაში. თუმცა, თეთრი სახლის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მოქმედებებმა რუსეთისთვის სავაჭრო პრფერენციების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტს „განსაკუთრებული აქტუალურობა“ შესძინა.
XS
SM
MD
LG