Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ექსპერტებმა უკრაინაში შეამოწმეს მნიშვნელოვანი ობიექტების უსაფრთხოება


ნატოს ექსპერტები იმყოფებოდნენ უკრაინაში იმისთვის, რომ ერჩიათ ქვეყნის ხელისუფლებისთვის - მზარდი კონფლიქტისა და ძალადობის ფონზე, როგორ აემაღლებინა ატომური ელექტროსადგურების, გაზსადენებისა და ინფრასტრუქტურის სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების უსაფრთხოება. ეს ინფორმაცია 7 მაისს ნატოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა გააავრცელა. მისი ინფორმაციით, ნატოს სამოქალაქო ექსპერტები უკრაინაში გასულ თვეში ჩავიდნენ. მათი მიზანი იყო დარწმუნებულიყვნენ, რომ საგანგებო ვითარების დროს ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა ეს ინფორმაცია. უკრაინაზე გადის ევროკავშირისკენ მიმავალი რუსეთის გაზის სატრანზიტო მარშრუტი. ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით კი, დღესდღეობით უკრაინაში მოქმედებს 15 ბირთვული რეაქტორი, რომელშიც 2013 წელს ქვეყნის ელექტროენერგიის 44% იყო გამომუშავებული.
XS
SM
MD
LG